შეხვედრაზე ბავშვებზე სექსუალური ძალადობის
შესახებ, ტრიბუნასთან მდგომი ახალგაზრდა იხსენებდა, თუ როგორ აუპატიურებდა
მამა 2 წლიდან. თუმცა, გაელის სიტყვაში აშკარად ჩანდა, რომ ფიზიკურ და
ფსიქოლოგიურ ტრავმებზე არანაკლებ მტკივნეულად განიცდიდა იმ პერიოდს, როცა
გამოსავალს ეძებდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა - ვის უნდა ვუთხრა, ვინ
დამიჯერებს, ვინ დამეხმარება?
გაელს გაუმართლა - ტრაგიკული მოგონებების დავიწყებაში ჯერ დედა, შემდეგ
კი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დაეხმარნენ, სამართლებრივი მხარის
მოგვარებაში კი გამოძიება და სასამართლო ჩაერთო.
სწორედ იმ პერიოდში, როცა 16 წლის გაელს დედა ამოუდგა მხარში,
საქართველოში, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძდექ) ბენეფიციარი
ქალი, პირობითად, მარი, დედამ 17 წლისა ძალით გაათხოვა. მშობლის ვარაუდით,
ასე უნდა დაეფარა ტრავმის კვალი გოგონას, რომელიც 9 წლის იყო, როცა
მეზობელმა მამაკაცმა ძალა იხმარა მასთან სქესობრივი კავშირის
დასამყარებლად.
მარიმ ბავშვობის ტრაგედიაზე საუბარი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მოახერხა -
მაშინ, როცა უკვე 2 შვილის დედა იყო. პრობლემაზე მანამდე არც ქმართან
უსაუბრია არასდროს, მხოლოდ დაჟინებით და უშედეგოდ ითხოვდა მისგან, გაეყიდათ
სახლი, რომელიც მოძალადე მეზობლისგან სულ ერთი კედლით ჰყოფდა.
„დღემდე მამაკაცების მიმართ უარყოფითი რეაქცია აქვს და მიუხედავად
იმისა, რომ 2 შვილი ჰყავს, საკუთარ ქმართანაც ნებით არასოდეს ჰქონია
კავშირი", - ამბობს ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი, - "ამის გამო მასთანაც
პრობლემები ჰქონდა. ქმარი, ცხადია მიზეზს ვერ ხვდებოდა."
მსოფლიოს ქვეყნების სტატიტიკა გვეუბნება, რომ გაუპატიურების და
სექსუალური ზეწოლის რისკს და შემთხვევებს კულტურული, სოციალური თუ
ეკონომიკური განვითარების საზღვრები ვერ აჩერებს, განსხვავება ოჯახის და
საზოგადოების დამოკიდებულებასა და იმ სახელმწიფო ინსტრუმენტებშია, რომელიც
ძალადობის მსხვერპლს ტრავმის დაძლევაში ეხმარება.
სექსი ქართულად ანუ პეტინგი
შეიძლება სიტყვა პეტინგი ბევრს არაფერს
გეუბნებათ, სამაგიეროდ ქართველი წყვილების უმეტესობა ძირითადად ამით არის
დაკავებული. პეტინგის მოყვარული წყვილების მთავარი ლოზუნგია - დავრჩეთ
ქალიშვილებად, სხვა ყველაფერი კი დაწყებული მინეტით, მათთვის სრულიად
მისაღებია. ასეთ გოგოებს სექსი დედამიწაზე ყველაზე მეტად უნდათ, თუმცა სულ
აწუხებთ იმაზე დარდი, რას იტყვიან მათი მშობლები, მეზობლები, ნათესავები თუ
ისინი ქალიშვილებად არ დარჩებიან თუნდაც საფლავის კარამდე. იწვევს თუ
არა ასეთი ურთიერთობები რაიმე სახის დარღვევას და რა ქართული ტრადიციები
უდევს მას საფუძვლად,ამის თაობაზე ჩვენ სექსოლოგ ლალი ერგემლიძეს
ვესაუბრეთ:
„ვიდრე ამ თემას უფრო ღრმად შევყვებოდეთ, ჯერ პეტინგის არსს განვმარტავ. პეტოინგის ეს ეროგენული ზონების ხლოვნური დამუშავება და აღგზნებაა. ამ დროს გენიტალიები ერთმანეთს არ ეხება. ძირითადად პეტინგი გავრცელებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ქალის ქალიშვილობას დიდი ყურადღება ექცევა. თუმცა პეტინგს მხოლოდ ქალიშვილობის არდაკარგვის მიზნით არ გამოიყენებენ. ამ გზით თავს არიდებენ ორსულობას, ვენერიულ დაავადებებს.
„ვიდრე ამ თემას უფრო ღრმად შევყვებოდეთ, ჯერ პეტინგის არსს განვმარტავ. პეტოინგის ეს ეროგენული ზონების ხლოვნური დამუშავება და აღგზნებაა. ამ დროს გენიტალიები ერთმანეთს არ ეხება. ძირითადად პეტინგი გავრცელებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ქალის ქალიშვილობას დიდი ყურადღება ექცევა. თუმცა პეტინგს მხოლოდ ქალიშვილობის არდაკარგვის მიზნით არ გამოიყენებენ. ამ გზით თავს არიდებენ ორსულობას, ვენერიულ დაავადებებს.
Subscribe to:
Posts (Atom)